კალათბურთი

14:53 | 25.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრიფინი ნაკრებს არ შეუერთდება

ბლეიკ გრიფინმა აშშ-ს ნაკრებში თამაშზე უარი თქვა და მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნულ ინფორმაციას ლიგის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

როგორც “მსოფლიო სპორტმა” უკვე გაუწყათ, “ლოს ანჯელეს კლიპერსის” ვარსკლავი აშშ-ს ნაკრების გაფართოებულ, 19 კაციან განაცხადში მოხვდა, თუმცა 25 წლის მძიმე ფორვარდმა განაცხადა, რომ მთელი ენერგიის დახარჯვას, განვითარებასა და მომავალი სეზონისთვის მომზადებაში აპირებს.

მანამდე, მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი რასელ ვესტბრუკმაც თქვა, თუმცა, ახალგაზრდა გამთამაშებლის შემთხვევაში, მიზეზი მუხლის ძველი ტრავმაა, რომლის გამოც მას რამდენიმე თვე გაუცდა და დაბრუნების შემდეგაც, გარკვეულ დისკომფორტს განიცდიდა.

აქვე გეტყვით, რომ “დრიმ თიმი” ორშაბათს ლას-ვეგასში შეიკრიბება. ამერიკელები ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 30 აგვისტოს ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.152005