ვეტერანი ფრანგი გოლკიპერი - გრეგორი კუპე, ერთ-ერთ ფრანგულ ტელეარხზე, სპორტული თოქ-შოუს წამყვანი გახდა. გადაცემის პროდიუსერები ფრიად გახარებულნი არიან იმით, რომ გრეგორის გაჟურნალისტებამ გაამართლა და ცნობილი გოლკიპერის შოუს ბევრი მაყურებელი ჰყავს.
საინტერესოა აგრეთვე ისიც, რომ გრეგორი კუპეს სხვა განსაკუთრებული ნიჭიც აღმოაჩნდა. თურმე, იგი სხვა ჟურნალისტების მსგავსად წინასწარ დაწერილი ტექსტებით არ ხელმძღვანელობს და გადაცემის მიმდინარეობისას, ფრაზებსა და მონოლოგებს თათარიახნად იგონებს, რაც ბევრ ადამიანს არ შეუძლია.
სხვათა შორის, გრეგორი კუპე თავისი ასაკის ფეხბურთელებისგან იმითაც გამოირჩევა, რომ ცოლი დღემდე არ ჰყავს და უცოლო კაცის თავაშვებული ცხოვრებით ცხოვრობს. საფრანგეთის ნაკრების ყოფილი გოლკიპერი თავადაც აღაირებს, რომ ღამის თავაშვებული ცხოვრება მისი სისუსტეა.