“მაიამი ჰითის” და “
- ძალიან მაგარი თამაში იყო. ოვერტაიმით და უამრავი შეცდომით და მათ გაიმარჯვეს.
- ბოლო წამებზე ჯარიმის აღებაზე არ გიფიქრიათ?
- ეს ევროპელი ჟურნალისტის კითხვაა ხომ?
- დიახ. ევროპაში სწორედ ასე ვაკეთებთ.
- გასაგებია. ჩვენ არ ვაკეთებთ.
- და გადამწყვეტი მატჩის წინ რას გეგმავთ? ბიჭები თამაშამდე როგორ უნდა მიიყვანოთ?
- როგორ? ჩავსვამ მათ ავტობუსში, რომელიც აქ სულ ახლოს ჩერდება. შემდეგ ავტობუსიდან ჩამოვალთ, მოედანზე გავალთ და ვითამაშებთ. აი, სწორედ ასე მივიყვან.
- თქვენმა გუნდმა ფაქტობრივად მოგებული მატჩი დათმო, რაც ძალიან საწყენი იყო. მომდევნო შეხვედრას ალბათ ძალიან გაბრაზებულნი ხვდებით...
- კითხვა რაში მდგომარეობს? იმის გაგება გსურთ, ჩვენი გაბრაზების დონე როგორი იქნება?
- დიახ. რამდენად აგრესიულნი იქნებით?
- ჩვენ ისედაც აგრესიულები ვიყავით. “მაიამიც” აგრესიული იყო. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.
- ტიმი რამდენად დაიღალა?
- იმდენად, რამდენადაც სხვები.