თამაშგარე

17:40 | 16.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

გრეგ მონრო - „ნახევარ-ჯორდანი“

ბევრს გექნებათ ნანახი მაიკლ ჯორდანის ვიდეო, როგორ ისვრის თვალდახუჭული კალათში ბურთს და აგდებს კიდეც. გასაკვირიც არაა - ჯორდანი ხომ ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია.
„დეტროიტ პისტონსის“ ცენტრი, 22 წლის გრეგ მონროც „სასიამოვნოდ“ თამაშობს, მაგრამ ჯორდანამდე ბევრი უკლია. თუმცა, ამან სულაც არ დააბრკოლა და მონრომაც სცადა ბედი „ბრმა ტყორცნაში“, მაგრამ მთლად არ გათავხედდა და მხოლოდ ერთი თვალი დახუჭა.
ეს ყველაფერი ფილადელფიაში მოხდა, „პისტონსისა“ და „სიქსერსის“ თამაშზე. „სიქსერსმა“ როგორღაც მოახერხა და 4 თამაში მოიგო ამ სეზონზე. და რაც მთავარია, თამაშის მიწურულს, როდესაც „პისტონსი“ 17 ქულით იგებდა, მონროს აშკარად რაღაც ჩაუვარდა თვალში, ან ჯორდანის ჟესტის გამეორება სცადა, ოღონდ უნიჭოდ.
საბოლოო ჯამში მან 19 ქულით დაამთავრა თამაში და თვალის ორივე კაკალი ადგილზე ჰქონდა, თუმცა, „ცალთვალა“ 2 ჯარიმიდან მხოლოდ ერთის ჩაგდება მოახერხა.
 

0.115244