ინგლისის პრემიერლიგიდან გასული სეზონის შედეგების მიხედვით ჩემპიონშიპში დაქვეითებული “ქუინზ პარკ რეინჯერსის” მცველი ესტებან გრანერო უახლოეს დღეებში სამშობლოში დაბრუნდება.
Football Espana-ს ცნობით, 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ინგლისელებთან მოლაპარაკებას “რეალ სოსიედადი” აწარმოებს და შეთანხმების გაფორმებას მიმდინარე კვირის ბოლომდე აპირებს.
წინააღმდეგობას ის წარმოადგენს, რომ ესპანელებს გრანეროს ერთწლიანი არენდით აყვანა სურთ გამოსყიდვის უფლებით, ინგლისელები კი, მხოლოდ სრულფასოვან ტრანსფერზე არიან თანახმა.