ფეხბურთი

2:59 | 28.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრანდების დღე ესპანეთში

მესიმ 400-გოლიან ზღვარს გაადააბიჯა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის მეორე დღემ გრანდებისთვის კარგად ჩაიარა. “რეალი” “ვილიარეალს” ეწვია “ელ მადრიგალზე” და რონალდუსა და მოდრიჩის გოლებით 0:2 დაამარცხა მეტოქე, რომელმაც ბევრი შანსი გაანიავა და დაისაჯა.

“ბარსელონამ” “გრანადა” მიიღო შინ და “მალაგას” ჯავრი მასზე იყარა. ჰეთ-თრიკი შეასრულა ნეიმარმა, დუბლი მესიმ, ხოლო ივან რაკიტიჩი ერთი გოლით შემოიფარგლა. აღსანიშნავია, რომ მესისთვის "გრანადას" კარში გატანილი გოლები კარიერაში მე-400 და 401-ე აღმოჩნდა. ეს, არგენტინელმა 525 მატჩში მოახერხა. 42 გოლი მესის არგენტინის ეროვნული ნაკრების მაისურით გაუტანია. მატჩის შემდეგ ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ არასდროს უფიქრია კარიერაში ასეთ შედეგს თუ აჩვენებდა და იქვე დაპირდა გულშემატკივებს – თავდაუზოგავად მუშაობას განვაგრძობ, კიდევ უფრო მეტს რომ მივაღწიოო.

შესანიშნავად ითამაშა მადრიდის “ატლეტიკომ” და ამ ტურამდე მასზე მაღლა მყოფი “სევილია” უმოწყალოდ გაანადგურა. ანგარიში კოკემ გახსნა, ხოლო ტაიმის ბოლომდე საულმა მეორეც გაიტანა. მეორე ნახევარში, მატჩის ბოლოსკენ კიდევ ორჯერ დაამწუხრეს მადრიდელებმა ბეტო. ჯერ რაულ გარსია ჯერ დადგა, ხოლო შემდეგ ხიმენესის.

კვლავ ვერ მოიგო “ბილბაომ”, რომელიც საშინელ ფორმაშია და მხოლოდ ქულას გამორჩა “ეიბართან”, ხოლო “რაიო ვალეკანოს” ლეო ბაპტიშტაომ მოაგებინა “ლევანტესთან”.

ვილიარეალი – რეალი 0:2 (0:2)

ვილიარეალი, “ელ მადრიგალი”

ვილიარეალი (4-4-2):
ასენხიო, მუსაჩიო, რუისი, პაულისტა, გასპარი, სორიანო, ტრიგეირასი (ჯონათან დოს სანტოსი 68), გომესი (ესპინოსა 61), კანი, უჩე (ჯოვანი დოს სანტოსი 65), ვიეტო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

რეალი (4-2-3-1): კასილასი, კარვახალი, რამოსი, ვარანე, მარსელო (ნაჩო 76), კროოსი, მოდრიჩი, როდრიგესი (ილარამენდი 74), ბეილი, რონალდუ, ბენზემა (ისკო 84).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 მოდრიჩი (32), 0:2 რონალდუ (40).
გაფრთხილებები: რამოსი
მსაჯი: უნდიანო მალენკო
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 19(5)-11(3), ჯარიმა: 7-10, კუთხური: 7-6, თამაშგარე: 2-0, სეივი: 1-5

 

ბარსელონა – გრანადა 6:0 (3:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ბრავო, ადრიანო, ალვეში, მასკერანო, მატიე, ბუსკეტსი (ბარტრა 64), რაკიტიჩი (რობერტო 58), ხავი, ნეიმარი, ელ ჰადადი (რამირესი 71), მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გრანადა (4-4-2):ფერნანდესი, მურილიო, ბაბინი, ფოლქიერი, იუსტე (ედი 46), ფ.რიკო (პიტი 46), იტურა, მარკესი, ისააკი, ელ არაბი (მარტინსი 66).
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

გოლები: 1:0;3:0;5:0 ნეიმარი (26;45;66), 2:0 რაკიტიჩი (2:0), 4:0;6:0 მესი (62;82).
გაფრთხილებები: ალვეში – ფ.რიკო, ფოლქიერი, ედი
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნიერა
ბურთის ფლობა: 69%-31%, დარტყმა: 19(12)-9(1), ჯარიმა: 11-11, კუთხური: 8-1, თამაშგარე: 3-6, სეივი: 1-6

ატლეტიკო – სევილია 4:0 (2:0)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-2-3-1): მოია, გოდინი, მირანდა, ანსალდი, ხუანფრანი, გაბი (გარსია 46), ტიაგო, კოკე, თურანი, საული (გრიზმანი 66), მანძუკიჩი (ხიმენესი 74).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

სევილია (4-3-3): ბეტო, კოლოძიეჩაკი (ბანეგა 46), პარეხა, ფიგეირაში, ტრემულინასი, კრიჩოვიაკი, კარისო, მ’ბია, ვიდალი (დეულოფეუ 78), ვიტოლო (დ.სუარესი 46), ბაკა.
მწვრთნელი: უნაი ემერი

გოლები: 1:0 კოკე (19), 2:0 საული (42), 3:0 გარსია (83 პენ.), 4:0 ხიმენესი (89).
გაფრთხილებები: მანძუკიჩი, კოკე, გოდინი, გარსია – კოლოძიეჩაკი, პარეხა
მსაჯი: ხოსე ლუის გონსალესი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 11(6)-4(1), ჯარიმა: 14-16, კუთხური: 5-3, თამაშგარე: 2-0, სეივი: 1-2

ლევანტე – რაიო ვალეკანო  0:2 (0:2)

ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”

ლევანტე (4-2-3-1): ხესუსი, დ.ნავარო, როდასი, ტონიო (ვინტრა 15), ლოპესი, სიმაო (ვ.პერესი 46), დიოპი, ივანშიცი, კასადედუსი, გარსია, ბარალი (მორალესი 46).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

რაიო ვალეკანო (4-2-3-1): ტონიო, ბა, ზე კასტრო, ტიტო, ინსუა, ტრაშორასი, ბაენა, ბუენო (პერეირა 77), კაკუტა (აკინო 59), ლიკა, ბაპტიშტაო (მანუჩო 82).
მწვრთნელი: პაკო ხემესი

გოლები: ბაპტიშტაო 12;33.
გაფრთხილებები: ნავარო, როდასი, სიმაო, დიოპი –ბაენა, კაკუტა, ზე კასტრო
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 7(0)-13(5), ჯარიმა: 21-16, კუთხური: 5-7, თამაშგარე: 4-2, სეივი: 3-0

68-ე წუთზე ბუენომ პენალტი ვერ გაიტანა

ბილბაო – ეიბარი 0:0

ბილბაო, “ნიუ სან მამესი”

ბილბაო (4-4-2): ირაისოსი, გურპეგი, ლაპორტე, ირაოლა (დე მარკოსი 73), ბალენსიაგა, მ.რიკო, მუნიაინი, იტურასპე, სუსაეტა (ბენიატი 76), ვიგუერა (იბაი 59), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ნავასი, ალბენტოსა, კასტელიანო, ბოვედა, ერასტი, გარსია, არუაბარენა (ლარა 80), ბერხონი (აბრაჰამი 80), კაპა, პიოვეკარი (ანხელი 61).
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გაფრთხილებები: გურპეგი, ირაოლა, ბალენსიაგა, მ.რიკო, მუნიაინი – ბოვედა, ერასტი, არუაბარენა, კაპა, ნავასი, ანხელი
მსაჯი: ველასკო კარბალიო
ბურთის ფლობა: 71%-29%, დარტყმა: 12(1)-10(2), ჯარიმა: 13-21, კუთხური: 6-2, თამაშგარე: 0-1, სეივი: 2-1

ბომბარდირები: რონალდუ (“რეალი”) – 10. ნეიმარი (“ბარსელონა”) - 6.


ირაკლი ალიმბარაშვილი

თეგებილა ლიგა
0.065004