ფეხბურთის დანიელი სპეციალისტი მიკაელ ლაუდრუპი, შესაძლოა, ესპანური “გრანადას” მთავარი მწვრთნელი გახდეს.
ანდალუსიურმა კლუბმა გუნდის მთავარი მწვრთნელი, ლუკას ალკარასი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. მისი შეცვლის მთავარ კანდიდატად “რაიოს” დამრიგებელი პაკო ხემესი სახელდებოდა, მაგრამ მადრიდელებმა მწვრთნელის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო მოითხოვეს.
მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციით, “გრანადა” თურქული “სივასპორის” მთავარ მწვრთნელს, წარსულში ცნობილ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რობერტო კარლოსს იწვევდა.
ბოლო ინფორმაციით, ესპანელებმა მთავარ მწვრთნელად ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა, მიკაელ ლაუდრუპი ისურვეს, რომელსაც “ბრონდბიუში”, “ხეტაფეში”, მოსკოვის “სპარტაკში”, “მალიორკასა” და “სუონსიში” უმუშავია.