თბილისის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო 2013 წლის საქართველოს გრან-პრის გათამაშებამ რაპიდსა და ბლიცში, რომელშიც თუ არ ჩავთვლით საქართველოს ეროვნული ნაკრების ხუთ ლიდერს (ნანა ძაგნიძე, ბელა ხოტენაშვილი, ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი, ლევან ფანცულაია), თითქმის ყველა უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობს.
ქალთა ტურნირის პირველ ეტაპს 4 ტურის შემდეგ, მსოფლიოს 2008 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონები, ლელა ჯავახიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი ლიდერობენ, რომელთა აქტივში 3.5-3.5 ქულაა. 3.0-3.0 ქულით III-VI ადგილებს ინაწილებენ: ნინო ბაციაშვილი, მარიამ დანელია, მაია ლომინეიშვილი და სოფიკო გურამიშვილი.
ვაჟთა შორის ქულათა მაქსიმუმით ერთპიროვნულად დაწინაურდა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი კონსტანტინე შანავა. ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან: ლუკა პაიჭაძე, დავით ზარქუა და ბეგლარ ჯობავა.
მე-5 ტურში ჯავახიშვილი ბაციაშვილს ეთამაშება, დანელია – ხუხაშვილს, ხოლო ლომინეიშვილი – გურამიშვილს. ვაჟებში პაიჭაძე შანავას დაუპირისპირდება, ჯობავას მეტოქე კი ზარქუა იქნება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირი, ქართული ჭადრაკის ისტორიაში პირველად ტარდება.