ჭადრაკი

14:46 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გრან-პრი სწრაფ ჭადრაკში

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სტარტი აიღო გრან-პრის დასკვნითმა ეტაპმა სწრაფ ჭადრაკში ქალთა შორის.

პირველ სათამაშო დღეს მანდილოსნება 4 ტური ითამაშეს, მეორე დღეს კი დარჩენილი სამი ტურია დაგეგმილი. გასული პარტიების შედეგებით, 3.5-3.5 ქულით ტურნირზე ლელა ჯავახიშვილი და ნინო ბაციაშვილი ლიდერობენ.

მათ ნახევარი ქულით ჩამორჩება ოთხეული: ნინო ხურციძე, სალომე მელია, სოფო  გურამიშვილი და ნინო ხომერიკი.

მე-5 ტურში ჯავახიშვილი და ბაციაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, ხომერიკი ხურციძეს ეთამაშება, მელია კი – გურამიშვილს.

0.115567