სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

15:40 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრან-პრი ჩინელმა ჩემპიონმა მოიგო

მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ჰოუ იფანის (ჩინეთი) გამარჯვებით დასრულდა 2013-2014 წლების ქალთა გრან-პრის  გათამაშება.

სამი საუკეთესო შედეგის შეჯამებით, იფანმა 465 ქულა მოაგროვა და დიდი უპირატესობით გაუსწრო მეორე ადგილზე გასულ ჰამპი კონერუს (ინდოეთი).

ინდოელი დიდოსტატის აქტივში 380 ქულა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლის შესაძლებლობაა. იმ შემთხევაში, თუ წელს შემოდგომაზე დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჰოუ იფანი ვერ შეინარჩუნებს პლანეტის საუკეთესო მოჭადრაკის ტიტულს, მას შანსი ექნება, როგორც გრან-პრის სერიის  ტურნირების გამარჯვებულს, ტიტული ჩემპიონთან დაიცვას. ხოლო, თუ იფანი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს, მაშინ გარნ-პრის მეორე ადგილოსან კონერუსთან მოუწევს დაპირისპირება.

ისიც ვთქვათ, რომ ქართველმა მოჭადრაკეებმა – ნანა ძაგნიძემ და ბელა ხოტენაშვილმა, შესაბამისად, 310 და 300 ქულით, გრან-პრიზე მეხუთე-მეექვსე ადგილები დაიკავეს.

საბოლოო მდგომარეობა:

1. ჰოუ იფანი (ჩინეთი) – 465 ქულა

2. ჰამპი კონერუ (ინდოეთი) – 380

3. ჟუ ვენჟუნი (ჩინეთი) – 340

4. ანა მუზიჩუკი (უკრაინა) – 335

5. ნანა ძაგნიძე (საქართველო) – 310

6. ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) – 300

7. კატერინა ლაჰნო (რუსეთი) – 265

8. ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი) – 247,5

9. ანა უშენინა (უკრაინა) – 242,5

10. ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) – 230

11. ჟაო ქსიუ (ჩინეთი) – 217,5

12. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი) – 215

13. ოლგა გირია (რუსეთი) – 215

14. ელინა დანიელიანი (სომხეთი) – 210

15. ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი) – 200

16. ტუვშინტუგს ბატჩიმეგი (მონღოლეთი) – 167,5

17. ნაფისა მუმინოვა (უზბეკეთი) – 70

18. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) – 60

19. ჟუ ჩენი (ჩინეთი) – 30

20. გულისხან ნახბაიევა (უზბეკეთი) – 10

21. ალინა ლამი (რუმინეთი) – 10

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.118215