ჭადრაკი

0:41 | 30.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

გრან-პრი აზალაძემ მოიგო

საქართველოს ვაჟთა გრან-პრის I ეტაპის გამარჯვებული შოთა აზალაძე (2433) გახდა, რომელმაც 9 ტურში ლუკა პაიჭაძის (2574) დარად 7.0 ქულა მოაგროვა, თუმცა, მეტოქეს დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა.

მესამე-მეოთხე ადგილები ლევან ფანცულაიამ (2644) და თამაზ მგელაძემ (2226) დაიკავეს, რომელთაც 6.5-6.5 ქულა მიითვალეს, დამატებითი მაჩვენებლებით კი მესამეზე ფანცულაია გავიდა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 1000 ლარი გახლავთ, საიდანაც ჩემპიონმა 500 ლარი მიიღო, პაიჭაძემ 300 ლარი მიიღო, ფანცულაიამ კი – 200.

0.124204