დღეს, თბილისის "დინამოს" სლოვაკ ფეხბურთელს, პეტერ გრაიციარს კლინიკა "მედი ქლაბ ჯორჯიაში" პირველადი სამედიცინო გამოკლევა ჩაუტარდა.
მერაბ ვარძუკაშვილი (გუნდის ექიმი): "წინასწარი მონაცემებით, პეტერ გრაიციარს მუხლის იოგოვანი აპარატის ნაწილობრივი დაზიანება აღენიშნება. დაზუსტებული დიაგნოზი დეტალური კვლევების დასრულების შემდეგ, 3-4 დღეში გახდება ცნობილი".