ფეხბურთი

18:18 | 4.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

გრაიციარი ვარჯიშის განახლებას იანვარში გეგმავს

თბილისის “დინამოს” სლოვაკი ნახევარმცველი პეტერ გრაიციარი, რომელმაც ჯვარედინ იოგებზე ოპერაცია გაიკეთა, თბილისში დაბრუნდა.

მან მძიმე ტრავმა ზაფხულში მოსკოვის “დინამოსთან” ამხანაგურ მატჩი მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა.

“დინამოს” ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში გრაიციარმა განაცხადა, რომ იმედი აქვს იანვრიდან დაიწყებს ვარჯიშს.

პეტერ გრაიციარი: “წინა ჯვარედინი იოგის ოპერაცია გავიკეთე. ერთი კვირა კლინიკაში გავატარე. ამჟამად, თავს კარგად ვგრძნობ. ვატყობ, ჩემი მდგომარეობა ყოველდღე უმჯობესდება. ამ ეტაპზე ყავარჯნების გარეშე დავდივარ, რაც ძალიან მახარებს. ჩემი გამოჯანმრთელების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი გუნდის ექიმი მერაბ ვარძუკაშვილი და ფიზმომზადების მწვრთნელი მიხალ რუკავიჩკა, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით ძალიან მეხმარებიან. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, იმედი მაქვს, გუნდთან ერთად ვარჯიშს იანვრიდან დავიწყებ”.

ფოტო fcdinamo.ge

0.115221