“ვაშინგტონ უიზარდსის” პოლონელი ცენტრი მარჩინ გორტატი მონაწილეობას არ მიიღებს 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში, რომელიც მომავალ აგვისტოს გახლავთ დაგეგმილი. აღნიშნულის შესახებ მან The Washington Post-თან ისაუბრა.
გორტატი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და დასვენებას და ახალი, ხელსაყრელი კონტრაქტის მოძიებას აპირებს, ამდენად, ნაკრებისთვის არ ეცლება.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015-ის შესარჩევი მატჩები 10 აგვისტოს აიღებს სტარტს, პოლონეთის საკალათბურთო ნაკრები კი C ჯგუფში გერმანიას, ავსტრიას და ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.