ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირი ეკატერინე გორგოძის გარეშე გაგრძელდება. მეოთხედფინალურ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელი პირველ ნომრად განთესილ ჩეხ მარტინა კუბიჩკოვას დაუპირისპირდა და 0:6, 6:4, 0:6 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ტურნირს სოფო ქვაცაბაიაც გამოეთიშა.