გერმანიის ქალაქ ჰეჩინგენში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) საწყის წრეში გამარჯვება იზეიმა ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ.
მან მე-8 ნომრად განთესილი ბრაზილიელი გაბრიელა სე 6:4, 7:5 დაამარცხა და მერვედფინალში შვეიცარიელ ქსენია კნოლს ეთამაშება, რომელმაც იაპონელ რიკა ფუჯივარას 6:7 (4:7), 6:3, 6:1 სძლია.
წყვილთა შეჯიბრში გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ ჩეხებს – ევა და ჰანა ბირნეროვებს 6:2, 7:5 მოუგეს და მეოთხედფინალში პირველი რეიტინგის მქონე რუმინულ-რუსულ დუეტს (ბოგდანი-სოლოვიევა) დაუპირისპირდებიან.