ჰოლანდიის ქალაქ ალფენში მიმდინარე საერთასორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ პირველი წრე დასძლია.
გორგოძე პირველ მატჩში მე-8 ნომრად განთესილ შვედ რებეკა პეტერსონს დაუპირისპირდა და 6:0, 6:4 მოიგო. მერვედფინალში ეკატერინეს მეტოქე ჰოლანდიელ კეკრკჰოვეს და კიდევ ერთ შვედ სელიკს შორის ირკვევა.
წყვილთა შეჯიბრში გორგოძე და რუსი ორლოვა მაკედონიელ სტოიოლკოვსკას და ჰოლანდიელ ვან რიინს გაეჯიბრებიან.