ჩოგბურთი

0:48 | 23.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ფინალისკენ მიიწევს

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე იტალიის ქალაქ კასერტას 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში ითამაშებს.

მე-6 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ მე-3 რეიტინგის მქონე ბრაზილიელ ბეატრიზ ჰადად მაიას 4:6, 6:2, 6:1 სძლია და ფინალში გასასვლელად უკრაინელ მარიანა ზაკარლიუკს გაეჯიბრება.

მე-2 ნახევარფინალში პირველი განთესვის მქონე გერმანელი ენ შაფერი, რომელმაც ბრძოლას სოფო ქვაცაბაია გამოთიშა, ბულგარელ ისაბელა შინიკოვას (მე-4) გაეჯიბრება.

წყვილთა შეჯიბრში გორგოძემ და ქვაცაბაიამ (მე-2) იტალიელები – დი სარა და რემონდინა (მე-4) 6:1, 6:4 დაამარცხეს და ფინალში ავსტრალიელებს – ჰარისს და პეერს გაეჯიბრებიან.

0.129186