თურქეთის ქალაქ ანტალიაში სტარტი აიღო კიდევ ერთმა 10-ათასიანმა ტურნირმა, რომელშიც ბოლოდროინდელი ტრადიციის თანახმად ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია ჩაერთვნენ.
გორგოძე პირველ ნომრადაა განთესილი და საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ გერმანელ ჯილ ნორა ენგელმანს ეთამაშება. რაც შეეხება ქვაცაბაიას, იგი იაპონელ იუმი ნაკანოს დაუპირისპირდება.
წყვილთა ტურნირში მე-3 რეიტინგის მქონე გორგოძემ და ქვაცაბაიამ შვედ სუსან ჩელიკს და უკრაინელ ოლენა კირპოტს 6:2, 6:4 სძლიეს და მეოთხედფინალში სლოვაკებს (კუზმოვა-შმიედლოვა) ეთამაშებიან.