ჩოგბურთი

22:12 | 27.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე და ქვაცაბაია ანტალიაში წინ მიიწევენ

ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე ტურნირის (საპრიზო ფონდი 10 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გააღწიეს.

მე-3 ნომრად განთესილმა გორგოძემ ფრანგი ვიკტორია მუნტეანი 6:4, 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში რუმინელ კრისტინა ადამესკუს გაეჯიბრება.

მომდევნო წრეში მე-6 განთესვის მქონე მაკედონიელი ლინა გორჩეშკა ელის ქვაცაბაიას, რომელმაც გზიდან ამერიკელი მალიკა როუზი ჩამოიცილა – 6:3, 6:0.

წყვილთა ტურნირში გორგოძემ და ქვაცაბაიამ (მე-2 განთესვა) ზელანდიელ დიან ჰოლანდსს და ფრანგ მუნტეანს 6:0, 4:6, 10:3 მოუგეს და ნახევარფინალში რუმინელებს – ნიკოლეტა-კატალინა დასკალუს და რალუკა გეორგიანა სერბანს ეთამაშებიან. 

 

 

0.138669