ჩოგბურთი

17:05 | 17.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე ანკარის ტურნირს გამოეთიშა

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ანკარის 50-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა კი მოახერხა, თუმცა, მეტის მიღწევა ვეღარ შესძლო. პირველ რაუნდში გორგოძე ფრანგ ამანდინ ჰესეს დაუპირისპირდა და 2:6, 0:6 წააგო.

წყვილთა შეჯიბრის საწყის წრეში გორგოძემ და თურქმა ინჩი ოგუტმა ფავორიტებად მიჩნეულ ბერძენ ელენი დანილიდუს და სერბ ალეკსანდრა კრუნიჩს დიდი ბრძოლა გაუმართეს, თუმცა, 6:4, 0:6, 5:10 დამარცხდნენ.

ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე ასპარეზობს ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ერთეულთა ტურნირის პირველ შეხვედრაში ბასილაშვილმა ჩინელ ჩუჰუან ვანგს 6:4, 6:4 სძლია და მერვედფინალში ყატარელ აბდულა ალ მოჰამუდს და ბრიტანელ ტობი მარტინს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.

წყვილთა ტურნირში ბასილაშვილმა და ბელარუსმა იაჰორ იაცუკმა “უაილდ ქარდის” მქონე ყატარელები – აბდულა ალ-ჯუფაირი და აბდულა შანან ალჰარაში 6:3, 6:3 დაამარცხეს, მეოთხედფინალში კი მე-2 განთესვის მქონე ბრიტანელებს (მარტინი-სკოტ კლეიტონი) გაეჯიბრებიან.

0.114124