ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლა მოახერხა.
მე-8 ნომრად განთესილმა გორგოძემ პირველ რაუნდში თურქი იაგმურ აკდემირი 6:1, 6:2 დაამარცხა, შემდეგ სლოვაკ რებეკა შრამკოვას 3:6, 7:6 (7:3), 6:4 სძლია, ბოლოს კი მე-4 რეიტინგის მქონე გერმანელ ნინა ზანდერს აჯობა – 6:4, 6:1.
თუ ვინ იქნება ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ძირითად ბადეში, მოგვიანებით გაირკვევა. წყვილთა ტურნირში გორგოძე და თურქი ინჩი ოგუტი პირველ ნომრად განთესილ ბერძენ ელენი დანილიდუს და სერბ ალეკსანდრა კრუნიჩს ეთამაშებიან.
ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა თამარ ჭალაგანიძე, თუმცა, წარუმატებლად. კვალიფიკაციაში მე-7 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა საწყის რაუნდში დაისვენა, შემდეგ კი იტალიელ ალესია პირანისთან (მე-9) 1:6, 5:7 წააგო.
წყვილებში ჭალაგანიძე და ბელარუსი ალინა ზუბკოვა მე-3 რეიტინგის მქონე უკრაინულ-რუსულ დუეტს (ოლგა იანჩუკი-ანასტასია რუდაკოვა) დაუპირისპირდნენ და 0:6, 3:6 დამარცხდნენ.
ყატარის დედაქალაქ დოჰაში რჩება ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მორიგ 10-ათასიან ტურნირში მე-3 განთესვით ჩაება.
ნიკოლოზმა ჩინელი ჩუჰუან ვანგი 6:4, 6:4 დაამარცხა და ახლა, ყატარელ ალ მოჰამუდს და ბრიტანელ ტობი მარტინს შორის უმჯობესს ეთამაშება.
წყვილთა შეჯიბრში ბასილაშვილი და ბელარუსი იაჰორ იაცუკი “უაილდ ქარდის” მქონე ყატარელებს – აბდულა ალ-ჯუფაირის და აბდულა შანან ალჰარაშის გაეჯიბრებიან.
ქართველები WTA-ს რეიტინგში
126 (126). ანა ტატიშვილი – 499 ქულა; 215 (215). სოფო შაფათავა – 288; 308 (318). ოქსანა კალაშნიკოვა – 154; 423 (423). ეკატერინე გორგოძე – 93; 450 (469). მაკა ჩახნაშვილი – 81; 713 (704). სოფო ქვაცაბაია – 32; 1208 (1204). მარიამ ბოლქვაძე – 4; 1230 (1224). თამარ ჭალაგანიძე – 3;
ქართველები ATP-ს რეიტინგში
402 (366). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 99 ქულა; 1091 (1092). ალექსანდრე მეტრეველი – 8; 1639 (1648) გიორგი ცივაძე – 2; 2102 (2114). მიხეილ ხმიადაშვილი – 1; 2135 (2114). გიორგი ჯავახიშვილი – 1;