ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია. მე-8 ნომრად განთესილმა გორგოძემ გასულ რაუნდში გერმანელ ანა კლასენს 6:4, 3:6, 6:4 სძლია, შემდეგ წრეში კი ტურნირზე პირველი რეიტინგით მოასპარეზე მარტინა კუბიჩკოვას შეხვდება. ჩეხმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში თანამემამულე ბარბორა სტეფკოვა 3:6, 6:4, 6:3 დაამარცხა.