ფეხბურთი

18:40 | 8.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორგიაშვილის ახალი გამოწვევა

 

თბილისის “დინამოს” ახალწვეულმა თორნიკე გორგიაშვილმა, რომელიც აქამდე “ზესტაფონში” თამაშობდა, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.

თორნიკე გორგიაშვილი: “ფეხბურთის თამაში ზესტაფონში დავიწყე. პროფესიონალად იქ ჩამოვყალიბდი. გული მწყდება ასე არასასიამოვნოდ რომ დავშორდით მე და ჩემი ყოფილი კლუბი. გულშემატკივრებთან, ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან ყოველთვის კარგი დამოკიდებულება მქონდა და ამ გუნდს მუდამ ვუგულშემატკივრებ. “დინამოში” გადასვლა ჩემთვის ახალი გამოწვევაა. კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე და მოხარული ვარ, რომ თამაში “დინამოს” მაისურით მომიწევს. მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას იმ ნდობისათვის, რომელიც მათ გამომიცხადეს. საკმაო პერიოდი გამიცდა და სასურველი ფორმისგან ჯერ შორს ვარ. თუმცა, იმედი მაქვს “დინამოში” თავის დამკვიდრებას შევძლებ და კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარები. საკუთარი ქვეყნის ნაკრებში თამაში თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოთხი მატჩი ჩავატარე და იმედი მაქვს ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებასაც შევძლებ”.

ფოტო fcdinamo.ge

0.127116