ფეხბურთი

13:23 | 13.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორელიშვილმა რუსეთის თასზე “სპარტაკი” გაიარა

რუსეთის მეორე დივიზიონის “ტოსნომ”, რომელსაც ზამთარში გორის “დილას” ყოფილი ნახევარმცველი მიხაილ გორელიშვილი შეუერთდა ქვეყნის თასზე სენსაცია მოახდინა. “ტოსნომ” 1/8-ფინალში სტუმრად მოსკოვის “სპარტაკს” 1:0 მოუგო და გათამაშებას გამოთიშა. გასათვალისწინებელია, რომ მოსკოველებმა ქვედაქლიგელთან უძლიერესი შემადგენლობით ითამაშეს. გორელიშვილი 18-კაციან განაცხადში იყო და მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა. მატჩის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, ხოლო “ტოსნომ” გადამწყვეტი გოლი 115 წუთზე გაიტანა. თამაშის შემდეგ “სპარტაკის” ფანებმა მოსკოველთა სათადარიგოთა სკამს პროტესტის ნიშნად შარფები ესროლეს, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა აღნიშნა, რომ ასეთი შედეგი “სპარტაკისთვის” სირცხვილია. 

0.112833