ფეხბურთი

13:03 | 28.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

გორელიშვილი რუსეთის მეორე დივიზიონში ითამაშებს

 

გორის “დილას” ყოფილი შემტევი ნახევარმცველი მიხაილ გორელიშვილი რუსეთის მეორე დივიზიონის საფეხბურთო კლუბ “ტოსნოში” ითამაშებს.

გორელიშვილი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, “დილაში” ბოლო ორი წლის განმავლობაში ასპარეზობდა. 20 წლის ფეხბურთელმა გორელთა რიგებში 34 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ევროპის ლიგაზე მან “დილას” ღირსება 5-ჯერ დაიცვა და მეტოქის კარი ორჯერ აიღო. ორივე გოლი შარშან, თბილისში, დანიის “ოლბორგთან” მოგებულ (3:0) შეხვედრაში მიითვალა. გორში ჩასვლამდე ის ყაზანის “რუბინის” დუბლშემადგენლობაში თამაშობდა.

“ტოსნო” მეორე დივიზიონის დასავლეთ ზონაში მეორე ადგილზეა და პირველ დივიზიონში გადასვლა სურს.


0.117528