ნამეტანი ქალების მოყვარული და ოღრაში ვინმეა არგენტინის ნაკრებისა და “ნაპოლის“ გოლეადორი, გონსალო იგუაინი, რომელმაც ქალთმოყვარეობა მსოფლიოს ჩემპიონატის დროსაც კი არ დაივიწყა და მუნდიალზე თავისი ახალი სატრფო ჩაიყვანა.
გონსალოს სულ ცინცხალი შეყვარებული, ესპანეთში ერთობ პოპულარული მოდელი და ტელეწამყვანი, ლალა გადე გახლავთ, რომელსაც იგუაინი მუნდიალისწინა შეკრების დროს ბუენოს აირესში შეხვდა და თავი და ძალ-ღონე არ დაიშურა ამ ქალისათვის.
იგუაინი ქალებში ნავარდობას არც ნეაპოლში იკლებს და როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, არც მეძავების მომსახურებაზე ამბობს უარს. მისი სამხრეთული სისხლი და ქარიშხლიანი ბუნება მოსაწყენ ერთფეროვნებას აბა როგორ აიტანს?!...