ინტერვიუები

18:14 | 21.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

გონსალო იგუაინი: “უთამაშებლობა ძალიან მძიმედ გადამაქვს”

მადრიდის “რეალის” არგენტინელი თავდამსხმელი გონსალო იგუაინი, რთული სეზინის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ესპანეთის ჩემპიონისთვის განვლილი წელიწადი იმით იყი რთული, რომ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ხშირად ვერ ხვდებოდა და ამის გამო, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ზაფხულში ის გუნდს გამოიცვლის.
Marca-სთან ინტერვიუში არგენტინელმა არ დამალა, რომ მასზე ძლიერ იმოქმედა 80 ათასი გულშემატკივრის შეძახილმა, რომლებიც იგუაინს დარჩენას თხოვდნენ, თუმცა, საკუთარ მომავალზე საბოლოო პასუხი ჯერ არ გააჩნია.    
-    როგორ იწყება თქვენი დასვენება?
-    ძალიან კარგად. უმნიშვნელოვანესი ჩემპიონატი მოვიგეთ პრინციპულ მეტოქესთან კონკურენციაში. ამდენმა გადაფრენებმა ძლიერ დამღალა, მაგრამ ახლა უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან საყვარელი ხალხის გარემოცვაში ვიმყოფები.
-    თქვენ ბევრი გოლი გაიტანეთ, მათ შორის ისიც, რომელიც “ოქროს გოლად” იქცა...
-    მართლა? ეს რთული წელი იყო. სინამდვილეში, ბევრი არ მითამაშია, მაგრამ “ბილბაოსთან” მატჩში მენდნენ, მოედანზე შემიშვეს და ასეთი მნიშვნელოვანი გოლის გატანა მოვახერხე. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ჩემპიონატის მოგებით და ახლა მსურს, ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად დავისვენო.
-    ბომბარდირისთვის ყველაზე მძიმე ძირითად შემადგენლობაში ვერმოხვედრაა?
-     დიახ, ასეა. განსაკუთრებით ჩემთვის, რადგან ამისთვის ვცხოვრობ. უთამაშებლობა ძალიან მძიმედ გადამაქვს. ყველა სირთულის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულის მოგებით გავიხარე.
- მწვრთნელი და გულშემატკივრები გაღიარებენ?
- დიახ, უკანასკნელ, გამოსათხოვებელ მატჩში, ხალხმა სიყვარული და სითბო გამოხატა, ასევე, თანაგუნდელებმა. ამან გამაბედნიერა. ამაყი ვარ და ეს იმაზე მეტყველებს, რომ ყველაფერი კარგად გავაკეთე.
- ალბათ, განსაკუთრებული შეგრძნება იყო, როდესაც “სანტიაგობერნაბეუზე” შეკრებილმა ქომაგმა დიდი ოვაცია მოგიწყოთ.
- ძლიერ ავღელდი, როდესაც 80 ათასი გულშემატკივარი დარჩენას მთხოვდა. ეს წარმოუდგენელი იყო.
- რატომ გთხოვდნენ დარჩენას? მიდიხართ?
- არგენტინაში იმიტომ ჩამოვედი, რომ ყველაფრისგან დავისვენო... რთული სეზონი იყო.
- marca-ს და AS-ის პირველი გვერდები ნახეთ? “იუვენტუსში” მიდიხართ?
- არაფერი მინახავს და არც არაფერი ვიცი. გაზეთებს იშვიათად ვკითხულობ. ახლა მხოლოდ მიღწეულით ვხარობ და მსურს, დანარჩენზე არც კი ვიფიქრო.
- მარსელო ბიელსა და დიეგო სიმეონე, ორი არგენტინელი მწვრთნელი, წარმატებით მუშაობენ ესპანეთში. ამაზე რას ფიქრობთ?
- ფაქტი, რომ ევროტურნირების ფინალში ორი არგენტინელი მწვრთნელის გუნდი თამაშობდა, მთელი ქვეყნისთვის საამაყოა. მათი წარმატება ჩვენს ქვეყანას სახელს უთქვამს. სიმეონე ჩემპიონი გახდა იმ “ატლეტიკოსთან” ერთად, რომელსაც მანამდე საქმეები არცთუ კარგად მისდიოდა. ბიელსამ ევროპის ლიგის ფინალი წააგო. არადა, იმ გუნდს წვრთნის, რომელსაც მოკლე სათადარიგოთა სკამი აქვს. მათი წარმატებები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს.
- გვარდილას წასვლით “ელ კლასიკო” პეწს დაკარგავს?
- მის მიერ მოპოვებული ჯილდოები აღფრთოვანებას იწვევს: 13 ტიტული 18-იდან - ეს დიდებული მიღწევაა. ჩვენც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გვყავს და მან ეს დაამტკიცა.
- შვებულების წინ მოურინიომ რა გითხრათ?
- არაფერი. ყველაფერი კარგადაა და ვნახოთ რა მოხდება.
- ნაკრებზე თუ ფიქრობთ?
- ნაკრებში თამაშის ყოველთვის დიდი სიამოვნებაა.
- “რივერის” სტადიონზე წახვალთ?
- სასიხარულოა, როდესაც შენი აღმზრდელი გუნდი უმაღლეს ლიგას უბრუნდება. ისინი გამორჩეულ სეზონს ატარებენ. ვიმედოვნებ, გუნდი უძლიერესთა შორის მომავალ წელსაც დარჩება. მათ თამაშს ხშირად ვუყურებ.
- საბელიას სურს, რომ შემტევ სამეულში გიხილოთ, მაგრამ უპირატესობას მესი-აგუეროს დუეტს ანიჭებს. რა გამოსავალს ხედავთ აქედან?

- მწვრთნელის გადასაწყვეტია. წელს კარგად ვთამაშობდი და ესპანეთის ჩემპიონი გავხდი. რაც ჩავატარე იმ მატჩებში, 22 გოლი გავიტანე.

მოამზადა ზურა ქსოვრელმა
 

0.118713