“ლიონის” ნახევარმცველის, მაქსიმ გონალონის აგენტი აცხადებს, რომ მისი კლიენტის შეძენით “ნაპოლია” დაინტერესებული.
“სიმართლეა, რომ “ნაპოლი”, სხვა გუნდების მსგავსად, გონალონის ტრანსფერთან დაკავშირებით დამიკავშირდა. თუმცა, ვერ გეტყვით, დაინტერესებულია თუ არა ჩემი კლიენტი ამ კლუბში თამაშით. ამის მიზეზი ისაა, რომ მასთან ერთად ეს საკითხი ჯერ არ განმიხილავს. მსგავს თემებზე მას შემდეგ ვისაუბრებთ, როდესაც ის შვებულებიდან დაბრუნდება.” – ციტირებს გონალონის აგენტის, ფრედერიკ აგერას სიტყვებს Football Italia.