ფეხბურთი

20:19 | 12.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გონალონი სეზონის ბოლოს წასვლას არ გამორიცხავს

ფრანგული “ლიონის” კაპიტანი მაქსიმ გონალონი მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდის გამოცვლას არ აპირებს.

როგორც ცნობილია, 24 წლის ფეხბურთელის შეძენით “ნაპოლი” იყო დაინტერესებული, თუმცა “ლიონმა” ფეხბურთელი იტალიაში არ გაუშვა.

“ნაპოლის” შემოთავაზება ძალზე საინტერესო იყო და მე მას სერიოზულად განვიხილავდი. ახლა, ისღა დამრჩენია, “ლიონზე” კონცენტრირება მოვახდინო, რადგან გუნდის კაპიტანი ვარ და სხვებს მაგალითი უნდა მივცე.

“ლიონმა” არ გამიშვა და სეზონის ბოლომდე დარჩენა მომიწევს. შემდეგ კი, ვნახოთ, რა მოხდება.” – ციტირებს გონალონის სიტყვებს Goal-ი.

0.114867