“ფიორენტინას” გერმანელ თავდამსხმელს, მარიო გომესს, კიდევ ერთი თვით უქმობა ემუქრება. ამის მიზეზი “ნაპოლისთან” მატჩში მიღებული ტრავმაა.
28 წლის ფეხბურთელმა, ხუთთვიანი უქმობის შემდეგ, თამაში ცოტა ხნის წინათ განაახლა, მაგრამ კვირას, ნეაპოლში გამართული შეხვედრის 72-ე წუთზე, მან მორიგი ტრავმა მიიღო.
თამაშის შემდეგ, ვინჩენცო მონტელამ განაცხადა, რომ ტრავმა სერიოზული არაა, მაგრამ თუ იტალიელ ჟურნალიტებს დავუჯერებთ, დაზიანება მოსალოდნელზე სერიოზულია და შესაძლოა, ფეხბურთელს დაახლოებით ერთი თვე გაუცდეს.