მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდი მარიო გომესი მადრიდის “რეალის” ინტერესთა სფეროშია. AS-ის ცნობით, “სანტიაგო “ბერნაბეუდან” გონსალო იგუაინის აბარგების შემდეგ, მადრიდელები “ნაპოლისგან” ედინსონ კავანის ყიდვას შეეცდებიან და თუ ეს არ გამოუვათ, 27 წლის გერმანელს მიუბრუნდებიან.
მოგეხსენებათ, “ბაიერნის” ახალი თავკაცი პეპ გვარდიოლა გომესს სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად არ განიხილავს და დიდი ალბათობით, გერმანელი “ალიანს არენას” დაემშვიდობება. მიუნხენელთა ფორვარდის გადაბირება ლონდონის “ჩელსის”, “მანჩესტერ სიტის”, “ნაპოლისა” და ფლორენციის “ფიორენტინას” სურთ, რაც იმას ნიშნავს, რომ “რეალისთვის” გომესის ყიდვა არცთუ იოლი იქნება.
ცნობისათვის, გერმანიის ბუნდესლიგის გასულ სეზონში, გომესმა 21 მატჩი ჩაატარა და 11 გოლით გამოიჩინა თავი.