ფეხბურთი

17:16 | 9.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

გომესი რამდენიმე კვირას გამოტოვებს

ფლორენციის “ფიორენტინას” თავკაცმა ვინჩენცო მონტელამ ტრავმირებული ფორვარდების – მარიო გომესისა და ჯუზეპე როსის შესახებ Football Italia-სთან ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, როსი, როგორც ადამიანი და როგორც ფეხბურთელი, ძალიან დაგვაკლდა. “ფიორენტინაში” ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, მაგრამ როსისთან და გომესთან მათი შედარება ნაადრევია.

მარიო მოედანზე გასვლას კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, რა დროს დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას. ჯერჯერობით, გომესს ვარჯიშიც არ დაუწყია”, - განაცხადა მონტელამ.

 

0.118504