იტალიური “ფიორენტინას” ახალმა თავდამსხმელმა მარიო გომესმა ფლორენციულ კლუბზე არჩევანი მიუნხენის “ბაიერნის” მწვრთნელ პეპ გვარდიოლას რჩევით შეაჩერა. ამის შესახებ ფეხბურთელმა ერთ-ერთ გერმანულ სპორტულ გამოცემას თავად უთხრა.
“სწორედ გვარდიოლამ გაუწია რეკომენდაცია “ფიორენტინას” ვარიანტს და მისი რჩევა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ფლორენციული კლუბი სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს, ძირითად ყურადღებას შემტევ სტილს ანიჭებს და ვფიქრობ, მართლაც საუკეთესო არჩევანი გავაკეთე”, – განაცხადა მარიო გომესმა.