ფეხბურთი

14:20 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გომესი 3 კვირა იუქმებს

ფლორენციის “ფიორენტინას” ფორვარდი მარიო გომესი “ნაპოლისთან” იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის მატჩში (1:0) დაშავდა და მოედანს დაახლოებით ერთი თვით დაემშვიდობა. ამის შესახებ აპენინური პრესა იუწყება.

28 წლის გერმანელმა, რომელმაც ტრავმა ახლახანს მოიშუშა, მაგრამ ლაზარეთში დაბრუნება მოუწევს. ფლორენციელი მედიკოსების თქმით, თავდამსხმელი ვარჯიშს 3 კვირაში განაახლებს.

ცნობისათვის, გომესმა იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 10 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი მიითვალა.

 

0.11909