ხაბაროსვკის “სკა-ენერგიაში” გოგიტა გოგუას დებიუტი რუსეთის პირველი დივიზიონის მე-3 ტურში შედგა.
ხაბაროვსკელებმა მოსკოვის “ტორპედოს” უმასპინძლეს და მატჩი უგოლოდ დასრულდა. გოგუამ შეუცვლელად ითამაშა. მის მსგავსად, სასტარტო შემადგენლობაში იყო გიორგი ნავალოვსკიც, რომელიც 83-ე წუთზე გორის “დილას” ექსფორვარდმა ლეონარდო რამოსმა შეცვალა. გორელთა კიდევ ერთი ყოფილი თავდამსხმელი ნათან ჟუნიორი სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლა.