გოგიტა გოგუამ რუსეთის პირველი დივიზიონის საფეხბურთო კლუბ ხაბაროვსკის “სკა-ენერგიასტან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ეს ინფორმაცია რუსული ინტერნეტგამოცემებთან საუბარში ხაბაროვსკელთა გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა. გასული სეზონი, 29 წლის გოგუამ გორის “დილაში” გაატარა.
“სკა-ენერგიას” ორი წლით დაუკავშირა საკუთარი ბედი ბრაზილიელმა ფორვარდმა ლეონარდო რამოსმაც, რომელიც გოგუას მსგავსად, ბოლოს გორის “დილაში” ირჯებოდა.
იუზა კაციტაძის ფოტო