ფეხბურთი

13:56 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოგუამ “სკა-ენერგიას” მოგებას სათავე დაუდო

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-7 ტურში, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიამ” საკუთარ მოედანზე “სიბირს” 2:1 აჯობა და მასპინძლებში ერთი გოლი საკუთარ ანგარიშზე გოგიტა გოგუამ ჩაიწერა.

ქართველი ნახევარმცველის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-13 წუთზე თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. “სიბირმა” საპასუხო გოლი 34-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მასპინძლებმა მეტოქის კარი მეორედ 41-ე წუთზე აიღეს. გოგუამ 52-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 85-ეზე ის ლეონარდო რამოსმა შეცვალა, რომელთან ერთადაც განვლილ სეზონში გორის “დილაში” თამაშობდა. ხაბაროვსკელთა კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ნავალოვსკიმ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ამ გამარჯვების შემდეგ, “სკა-ენერგიამ” 9 ქულა დააგროვა და 19-გუნდიან პირველ დივიზიონში მე-7 ადგილზეა.

0.120688