ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ნახევარმცველი გოგიტა გოგუა რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის 33-ე ტურში “ნეფტეხიმიკთან” საშინაო მატჩს დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვებს.
ნაზრანის “ანგუშტთან” მატჩში, რომელიც “სკა-ენერგიას” გოგუას გოლმა მოაგებინა, ქართველმა ნახევარმცველმა ყვითელი ბარათი მიიღო, რომელიც მისთვის მიმდინარე სეზონში მე-9 აღმოჩნდა.
თამაშის მერე ხაბაროვსკელთა მთავარმა მწვრთნელმა ვალდას ივანაუსკასმა აღნიშნა, რომ იმ ეპიზოდში გოგუა პატარა საფეხბურთო ეშმაკობას წამოეგო.
“არასასიამოვნოა, რომ ნიჟნეკამსკელებთან “ანგუშტის” კარში გოლის ავტორი გოგუა ვერ ითამაშებს. გოგიტა კვალიფიციური ფეხბურთელია და კარგ სათამაშო ფორმაში იმყოფება. მართალია, არბიტრმა კარგად იმსაჯა, მაგრამ გოგუა პატარა საფეხბურთო ეშმაკობას წამოეგო” – იუწყება გოგუას სიტყვებს ინტერნეტპორტალი sportbox.ru.