რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-20 ტურში, შინ ვოლგოგრადის “როტორთან” ვერმოგების (0:0) შემდეგ, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ განაცხადა, რომ სტუმრები უფრო მობილურნი იყვნენ.
“ვიცოდით, რომ “როტორის” დამარცხება ადვილი არ იქნებოდა. მეტოქის თამაშმა გამაოცა და მათგან ასეთ მუხტს არ ველოდი, “როტორი” უფრო მობილურად გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, გამარჯვების იმედი გვქონდა, მაგრამ თავდასხმაში ისეთი აქტიურნი არ ვიყავით, როგორც მოგვეთხოვებოდა. ძალიან რთული კალენდარია და ბოლო პერიოდში ძალების აღდგენა გვიჭირს. თუმცა, პროფესიონალები ვართ და საკუთარი სამუშაო ნებისმიერ სიტუაციაში უნდა შევასრულოთ. რაც შეეხება ჩემს მიერ მიღებულ ყვითელ ბარათს, არ მიუხეშია. მსაჯმა ბურთის გადაგდებისთვის გამაფრთხილა” – იუწყება გოგუას სიტყვებს ინტერნეტპორტალი onedivision.ru.