ფეხბურთი

20:45 | 1.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგოლაძემ სომხეთში გოლით დაიწყო

სომხეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარა ქართველმა უჩა გოგოლაძემ და მე-80 წუთზე გატანილი გოლით მოაგებინა “ბანანცს” – 2:1. ეს გოლი გადამწყვეტი გამოდგა. 23 წლის გოგოლაძე ბელარუსის ბრესტის “დინამოდან” გადავიდა “ბანანცში”, რომელიც სომხეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა.

იტალიის სერია B-ში “ემპოლიმ” გასვლაზე 1:1 ითამაშა “სიენასთან” და კვლავ მეორე ადგილზეა. ირაკლი შეყილაძე განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია. რაც შეეხება ლევან მჭედლიძეს, ტრავმა აქვს და თვეზე მეტი გაუცდება.

რუსეთის თასიდან გავარდა აკაკი ხუბუტიას “მორდოვია”, რომელმაც გროზნოს “ტერეკთან” გასვლაზე 2:3 წააგო. ხუბუტია განაცხადში იყო, თუმცა სარანსკელთა მწვრთნელმა იური მაქსიმოვმა არ ათამაშა.

 

0.164241