ფეხბურთი

16:27 | 8.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგოლაძემ ისევ გაიტანა, ბაქოს “ინტერმა” ბრძოლაში მოიგო

სომხეთში “ბანანცმა” შინ 2:0 სძლია “ულისესს” და ამ შეხვედრაში ქართველმა უჩა გოგოლაძემ გახსნა ანგარიში. მან მე-12 წუთზე გაიტანა. შეხსენებისთვის, გოგოლაძემ წინა ტურში გადამწყვეტი გოლი შეაგდო ბოლო წუთებზე. უჩა, სომხეთში გადასვლამდე, ბელარუსის ბრესტის “დინამოში” გამოდიოდა. “ბანანცი” მეორე ადგილზეა და 5 ქულით ჩამორჩება ლიდერ “არარატს”.

აზერბაიჯანში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა “ინტერმა” გასვლაზე 1:0 აჯობა “სუმგაითს” და მესამე ადგილზეა. ლაშა სალუქვაძემ და ალექსანდრე იაშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ბაჩანა ცხადაძე კი მე-60 წუთზე შეცვალეს. გიორგი ლომაიას არ უთამაშია.

იტალიის სერია ბ-ში “ემპოლიმ” შინ 0:1 წააგო “აველინოსთან” და მართალია, მეორე ადგილზე დარჩა, მაგრამ მდევრები მიუახლოვდნენ. ლევან მჭედლიძეს ტრავმა აქვს, ხოლო ირაკლი შეყილაძე კვლავაც სათადარიგო გახლდათ და თამაშში არ ჩართულა.

0.112515