ფეხბურთი

19:50 | 6.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

გოგოლაძე და ბრესტის “დინამო” დაშორდნენ

მომავალ სეზონში უჩა გოგოლაძე ბელარუსის პრემიერლიგის კლუბ ბრესტის “დინამოში” აღარ ითამაშებს.

ბრესტული საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველი თავდამსხმელი და “დინამო” კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდნენ.

განვლილ სეზონში, გოგოლაძემ ბრესტელთა შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ის ბელარუსულ კლუბში 2010 წლიდან გამოდიოდა.

0.121658