უჩა გოგოლაძე ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატს დაუბრუნდა. მან კონტრაქტი ბელარუსის პრემიერლიგის “სლუცკთან” გააფორმა. ამის შესახებ სლუცკელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
გოგოლაძე ბელარუსის პირველობაზე 2010-2013 წლებში ბრესტის “დინამოში” თამაშობდა. 24 წლის თავდამსხმელმა გასული სეზონის მეორე ნახევარი ერევნის “ბანანცში” გაატარა და სომხეთის ჩემპიონი გახდა. მან “სლუცკში” უკვე ითამაშა და ჟოდინოს “ტორპედოსთან” 2:1 მოგებულ მატჩში მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო.
აქვე გეტყვით, რომ “სლუცკი” ბელარუსის პრემიერლიგაში წელს აღზევდა.