რუსეთის თასის 1/8-ფინალში სტუმრად ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიასთან” დამარცხების (2:3) შემდეგ, ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ განაცხადა, რომ მთავარმა მსაჯმა მისი გუნდი “დაახრჩო”.
“ჩვეულებისამებრ ჩვენ კარგ დონეზე ვითამაშეთ და მეტოქეზე უკეთ გამოვიყურებოდით, მაგრამ როგორც ყოველთვის ვლადივოსტოკელებს გაუმართლათ. “ლუჩს” გამარჯვებას და საფეხბურთო წლის დასრულებას ვულოცავ. ვინც მატჩს უყურა დიდი სიამოვნება მიიღო, რადგან ძალიან კარგი ფეხბურთი ნახა. ჩვენ გუნდში ყველამ მაღალ დონეზე ითამაშა. მხოლოდ ერთი უსიამოვნო მომენტი ისაა, რომ მსაჯი თამაშში “ერეოდა” და ჩვენს კარში პენალტი კვლავ მოიგონა. იმ ეპიზოდში პენალტთან მიახლოებული სიტუაციაც კი არ იყო. იქნებ, ვლადივოსტოკში ჩასვლა საერთოდ არ ღირს. იქ თამაშის აზრს ვერ ვხედავ. მსაჯი მეორე მხარეს საერთოდ არ იყურება და არაფერს გვპატიობს. მეორე მატჩია ვლადივოსტოკში უკეთესად ვთამაშობთ, მაგრამ მსაჯები “გვახრჩობენ” და ჩვენ კარში პენალტს დებენ” – იუწყება ინტერნეტგამოცემა onedivision.ru.