კვიპროსის თასის მე-2 ეტაპის პირველ მატჩში, ფამაგუსტას “ანორთოსისმა”, სადაც შოთა გრიგალაშვილი თამაშობს, საკუთარ მოედანზე ლარნაკას აეკ-ს ვერ მოუგო – 1:1.
ქართველი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში პირველი ტაიმის მერე ჩართო. “ანორთოსისი” 33-ე წუთზე პენალტიდან გაშვებული გოლის შემდეგ აგებდა და ანგარიში 78-ე წუთზე გაათანაბრა.
პორტუგალიის ლიგის თასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე, “ჟილ ვისენტემ”, რომლის ღირსებასაც ავთო ებრალიძე იცავს, სტუმრად “ნასიონალთან” 2:2 ითამაშა. ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი სრულად ჩაატარა. სტუმრები თამაშის მსვლელობისას ორჯერ აგებდნენ, მაგრამ ანგარიში მაინც გაათანაბრეს. ორი ტურის შემდეგ, “ჟილ ვისენტე” 2 ქულით მეორე ადგილზეა და ჯგუფის ლიდერ ლისაბონის “ბენფიკას” 4 ქულით ჩამორჩება. ჯგუფში მეოთხე გუნდი “ლეიშოეშია”.
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ბერლინის “ჰერტამ” ამხანაგურ მატჩში მიოხენგლადბახის “ბორუსიასთან” 0:3 წააგო. ლევან კობიაშვილმა ბერლინელთა რიგებში მეორე ტაიმის სრულად ჩაატარა.
გერმანიის მე-3 ლიგაში მოასპარეზე “ჰალეშერმა”, რომელშიც აკაკი გოგია გამოდის, ამხანაგურ შეხვედრაში “მოუზელვიცს” 5:0 მოუგო. “ჰალეშერის” ფეხბურთელმა მარსელ ფრანკემ მე-13 წუთზე ანგარიში გოგიას პასის შემდეგ გახსნა, ხოლო 64-ე წუთზე ქართველმა გოლი თავად გაიტანა. აქვე გეტყვით, რომ გოგიას შეძენა მეორე ბუნდესლიგის “ბოხუმს” სურს და ჯერ უცნობია, ეს ტრანსფერი ზამთარში განხორციელდება თუ ზაფხულში.
აქვე გეტყვით, რომ გერამნული გამოცემა “კიკერის” ვერსიით, გოგია მე-3 ლიგის საშემოდგომო ნაწილში, შემტევ ნახევარმცველებს შორის ყველაზე გამორჩეული იყო.