ფეხბურთი

18:55 | 4.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

გოგია ტურის საუკეთესოდ აღიარეს

“ჰალეშერის” შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია, ავტორიტეტულმა გამოცემა “კიკერმა” გერმანიის მე-3 ლიგის მე-2 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

განვლილ ტურში, “ჰალეშერმა” სტუმრად ბილეფელდის “არმინიას” 5:1 მოუგო. მართალია, ქართველ ფეხბურთელს გოლი არ გაუტანია, მაგრამ “კიკერის” ცნობით გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. გამოცემის ინფორმაციით, ლიგაში გოგიას ტექნიკური შესაძლებლობები ყველასთვის ცნობილია. ამას მიზანმიმართულობა და ჟინი ემატება. “არმინიასთან” გოგია თანაგუნდელებს მუდმივად ამარაგებდა პასებით.

0.116201