“ჰალეშერის” შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია ინტერნეტპორტალ liga3-online.de-ზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გერმანიის საფეხბურთო მე-3 ლიგის 37 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
გოგიამ გულშემატკივრის ხმათა 35 პროცენტი მიიღო და ალექსანდერ დერჩოსთან ერთად (“ოსნბრიუკი”, 34 პროცენტი), დომინიკ კაიზერს (“ლაიფციგი”, 25 პროცენტი) აჯობა.
განვლილ ტურში, გოგიამ “მიუნსტერთან” მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე პასი მიითვალა. მიმდინარე სეზონში მან მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში რამდენჯერმე მოხვდა და საუკეთესო მოთამაშედაც პირველად არ უღიარებიათ.