გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურში, გელზენკირხენის „შალკემ“ „გლადბახს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე გავიდა - მიონხენგლადბახელთა ფორვარდმა პატრიმ ჰერმანმა საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად დაჰკრა და სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.
ტურის დასკვნით დღეს, „აუგსბურგი“ „ჰამბურგს“ დაუხვდა და დამაჯერებელი ანგარიშით იმარჯვა. მასპინძლები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ - ჰალილ ალტინტოპმა პაულ ვერჰაგის პასით იხეირა და აუგსბურგელები წინ გაიყვანა. რამდენიმე წუთში, თურქმა ანდე ჰანის პასი გოლით დააგვირგვინა და დუბლი გაიფორმა, რითაც აუგსბურგელებს დიდი უპირატესობა მოუტანა.
42-ე წუთზე, თავად ჰანმა დაჰკრა შორი მანძილიდან და „აუგსბურგს“ 3-ბურთიანი უპირატესობა მოუტანა. ტაიმის დასრულებამდე, კუთხურისას შეტევაში ჩართულმა ჰაიკო ვესტერმანმა ზუსტი თავური შეასრულა და ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 3:1.
აუგსბუგი. „სგლ არენა“. 30660
აუგსბურგი - ჰამბურგი 3:1 (3:1)
აუგსბურგი: ჰიცი, კალსენ-ბრაკერი, ვერჰაგი, კლავანი, ოსტრცოლეკი, ბაიერი, ჰანი, ფოგტი (კორი 46), ალტინტოპი, მიოლდერსი (დონ-ვონი 72), ეშვაინი (ვერნერი 84).
მწვრთნელი: მარკუს ვაინარცლი
ჰამბურგი: ადლერი, იანსენი (ირაჩეკი 69), ვესტერმანი, მანსენი, დიკმაიერი, ილიჩევიჩი, რინკონი, ბალეი (დემირბაი 75), არსლანი, ჩალხანოღლუ, მაჯო (ზუა 61).
მწვრთნელი: მირკო სლომკა
გოლი: 1:0 ალტინტოპი (6), 2:0 ალტინტოპი (32), 3:0 ჰანი (42), 3:1 ვესტერმანი (44)
გაფრთხილება: ოსტრცოლეკი (4) - ჩალხანოღლუ (59), არსლანი (77)
კარში დარტყმა: 15 (6) – 19 (10) ჯარიმა: 16 - 19 კუთხური: 4 - 5 თამაშგარე: 0 - 1 ბურთის ფლობა: 47% - 53% სეივი: 9 – 3
გელზენკირხენი. „ფელტინს არენა“. 62000
შალკე - გლადბახი 0:1 (0:1)
შალკე: ფერმანი, ჰოგლანდი (ჰუნტელარი 72), მატიპი, აიჰანი (სანტანა 86), კოლაზინაკი, ბოატენგი, ნოიშტედტერი, დრაქსლერი, გორეცკა, მეიერი (ობასი 64), სალაი.
მწვრთნელი: იენს კელერი
გლადბახი: შტეგენი, შტანცლი, დომინგესი, ნორდტვეიტი, იანჩკე, არანგო, რაფაელი (ბრაუვერსი 79), კორბი, კრამერი, კრუზე (ჰრგოტა 90), ჰერმანი (რუპი 88).
მწვრთნელი: ლიუსენ ფავრი
გოლი: 0:1 ჰერმანი (35)
გაფრთხილება: კოლაზინაკი (74), ჰუნტელარი (90)
კარში დარტყმა: 17 (11) – 12 (6) ჯარიმა: 13 - 2 კუთხური: 12 - 9 თამაშგარე: 2 - 0 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 5 – 11