გერმანული “დორტმუნდის” ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ ითამაშებს.
გიუნდოგანმა ტრავმა ბუნდესლიგის გასულ ტურში, “ბაიერნთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. 22 წლის ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთი დაიზიანა.
“დორტმუნდის” მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის თქმით, საშიში არაფერია და მან გიუნდოგანი მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით შეცვალა. კლოპის განცხადებით, ახალგაზრდა ფეხბურთელი 25 მაისს გასამართი ფინალისთვის მზად იქნება.